|
2016-11-21 12:40:42, 658 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამია: გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი 2“
"შესაძლოა დღეს წყდება, მაგრამ დღეს ნამდვილად იწყება არა მარტო ჩვენი, ჩვენი კომპანიის, ჩვენი გულშემატკივრების ბედი, არამედ ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც გვიყურებს, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა და მათ შორის იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ამ საქმეს გადაწყვეტს“,-ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, დღეს სამი მოსამართლის, ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის მიერ წყდება თუ რა გზას აირჩევს საქართველო. „ იქნება რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. ექნება არადემოკრატიული აწმყო მაგრამ ექნება დემოკრატიის პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილებას პერსონალურად 3 მოსამართლე იღებს“,-განაცხადა გვარამიამ. მისივე განცხადებით, არც ტელევიზია და არც მისი თანამშრომლები არ კარგავენ რწმენას, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. „უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლე ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში. ხელისუფლება რომელიც თვითონ მართავს პროცესებს, უნდა გააცნობიეროს რომ დღეს წყდება მისი ბედიც. ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას. დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში თუ რუსთავი 2 იქნება დღეს. ჩვენ არ დავიხევთ უკან არ გადავხედავთ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკიას და მუდმივად კრიტიკულები ვიქნებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი არჩევანია. მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი ყველა აქ მდგომის აზრით ასე ჯობია ქვეყნისთვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენი შვილების მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის ქონა და დისკომფორტში ყოფნა, მაგრამ სამაგიეროდ ევროატლანტიკური პერსპექტივის დატოვება, საკუთარი შეცდომების მყისიერად გაგება, თუ მეორე მხრივ პრაქტიკულად მოსპობა დემოკრატიის მომავლის, გამოჯახუნება ევროპის კარების სამაგიეროდ კრიტიკის არ ქონა ერთმანეთის მოტყუება, რომ ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობის დატოვება კრიტიკული და საღი აზრის გარეშე. მე ეს გავლილი მაქვს, როგორც მთავრობის წევრს. მერწმუნეთ, ძალიან მძიმე შეცდომის დაშვება იქნება თქვენი მხრიდან“,-აღნიშნა გვარამიამ. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში, ტელეკომპანიას არც ერთი მისი თანამშრომელი არ დატოვებს. „ამ შენობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმის, რასაც აკეთებენ, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, როგორც შეუძლიათ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსთავი 2-ის ტელემაყურებელს ჩვენს მხარდამჭერებს და არა მხოლოდ მათ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა. დაიცავით რუსთავი 2 თქვენს გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. ყველა გზით, რომელიც ნებადართულია კანონით, თავისუფლების დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება დაიცვათ საკუთარი ქვეყნის და ბავშვების მომავალი. გამოდით აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით რუსთავი 2. დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. რუსთავი 2 აგრძელებს ბრძოლას“, - დასძინა გვარამიამ.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)