|
2016-11-21 09:42:40, 1688 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა. "სულ ჩაბარებულია: 9 გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, 4 521 საბრძოლო ვაზნა, 93 ხელყუმბარა, 33 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 22 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4 ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 13 დეტონატორი, ავტომატურის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი და 9 საკვამლე კოჭა. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)