2016-11-20 11:43:46, 847 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები საქართველოში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სინოპტიკოსები როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი.
დედაქალაქ თბილისში დღეს +4 გრადუსი სითბო იქნება, ხვალ და ზეგ ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, 23 ნოემბერს კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან