13:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 16:45:53, 1000 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე ქვეყანაში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საარჩევნო პროცესი, აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების" მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი დადებითი გზავნილი და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება ქვეყანაში რეფორმების გატარებისა და ეკონომიკური განვითარების გაგრძელებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიებში აშშ-ის აქტიური ჩართულობისა და არჩევნების მშვიდად ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის საბჭოთა სისტემიდან დემოკრატიაზე წარმატებული ტრანსფორმაციის ყველაზე კარგი მაგალითი. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ამოცანების მიღწევა, კერძოდ, განათლებისა და საგადასახადო სისტემის რეფორმა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინკლუზიური მმართველობის კუთხით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე. ბრიჯიტ ბრინკის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს მხარდამჭერად. მისივე თქმით, შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics