06:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 15:59:24, 833 ნახვა

საზოგადოება
დიდი დიღომში 9 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, 9 000-ზე მეტი ხე - მცენარე დაირგო.

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში  თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროს, ნინო სულხანიშვილთან ერთად ჩაერთო.

მერიის ინფორმაციით, ხე-მცენარეები  ჯამში, 20-მდე მისამართზე დაირგო. დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფი ქედზე ნუშის ბაღების გაშენება დაიწყო. ტერასებიან ფერდობზე, სულ 8550 ძირი ნუშისა და საპნის ხე დაირგვება. 600 ძირი კვიპაროსი დაირგო  ფარნავაზ მეფის გამზირის გზის გამყოფ ზოლში. დიდ დიღომშივე, გზის პირებსა და კორპუსების ეზოებში მთის ნეკერჩხლის, აკაციის, არღავანისა და კვიპაროსის ხეები დაირგო. კონტრაქტორი კომპანიები ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.

„ღონისძიებაში დღეს სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულები, რათა ერთად ვიზრუნოთ ქალაქის გამწვანებაზე. რაც შეეხება დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის ქედს - ამ  ტერიტორიაზე, ათეულობით წლების წინ,  გამწვანებისთვის გაკეთდა ტერასები. ჩვენი გადაწყვეტილებით, აქ გაშენდება ნუშის ბაღები. დიდ დიღომში, ზოგადად,  გამწვანების ნაკლებობაა. ამიტომ, სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად ვრგავთ ხე - მცენარეებს, რაც რამდენიმე წელში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამწვანების ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.

საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების  ფარგლებში,  თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში  80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics