|
2016-11-19 15:51:57, 776 ნახვა
საზოგადოება
ბრიუსელის საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კაპელას კონცერტი გაიმართა
ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და კათედრალის მეგობართა ფონდის ორგანიზებით, 17 ნოემბერს, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას მონაწილეობით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება კათედრალის ერთ-ერთი ვიტრაჟის ''განკითხვის დღე'' რეაბილიტაციას. კონცერტს 800-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტების და ბელგიის სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმართა შორის ასევე იყვნენ მეფე ბუდუაენის ფონდის წარმომადგენლები. ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური ხელშეწყობითა და ორგანიზებით, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა ბრიუსელს 14 ნოემბერს ეწვია. საგუნდო კაპელას ბრიუსელის ვოლუვე სენ პიერის მერიამ უმასპინძლა. 15 ნოემბერს გუნდის წევრებს ვოლუვე სენ პიერის მერი, ბენუა კორექსი შეხვდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ქართული კაპელას მონაწილეობა ბრიუსელის კულტურულ ცხოვრებაში ტრადიციად იქცევა. მერიაში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)