10:46 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 09:26:04, 1475 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი: 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1993 წელს დაბადებული ქ.კ. და 1990 წელს დაბადებული ლ.ზ. დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ზ.ო.-ს მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ზ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას და ქ.კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics