2016-11-18 17:53:57, 907 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გახდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გახდა.
მას მხარი 120 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 2 იყო.
ჩუგოშვილის კანდიდატურა ახლადდამტკიცებულმა პარლამენტის თავმჯოდმარემ, ირაკლი კობახიძე წარადგინა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენ მოადგილეებს, მოადგილეებად დაინიშნენ: გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან - ილია ნაკაშიძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ - სერგი კაპანაძე და „პატრიოტთა ალიანსიდან“ - ირმა ინაშვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან