|
2016-11-18 17:44:03, 1244 ნახვა
პოლიტიკა
ახლადარჩეულმა პარლამენტმა თავმჯომარედ ირაკლი კობახიძე დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. მას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 8 იყო. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა. კანდიდატურის წარდგენის უფლება უმრავლესობის გარდა ჰქონდა უმცირესობას და ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში. ახალ პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, ხოლო უმცირესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
დაბადების თარიღი: 25.09.1978 განათლება: 2002-2006 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია) - სამართლის დოქტორი (Dr. iur.) 2002-2005 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)- სამართლის მაგისტრი (LL.M.) - უმაღლესი შეფასებით. 1995-2000 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დიპლომი იურისტის კვალიფიკაციით - წარჩინებით. სამუშაო გამოცდილება - აკადემიური დაწესებულებები 08.2014 - დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ასოცირებული პროფესორი. 09.2011 – 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა - ასოცირებული პროფესორი. 09.2011 – 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი. 02.2009 – 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 03.2007 – 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 09.2005 – 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სამუშაო გამოცდილება - საერთაშორისო ორგანიზაციები 01.2013 – 07.2014 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი 11.2011 – 11.2012 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში 10.2011 – 03.2012 ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში 01.2011 – 12.2012 ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი 01.2009 – 10.2011 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი 06.2006 – 12.2008 გაეროს განვითარების პროგრამა /სსიპ - ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში 06.2000 – 10.2001 USAID/Overseas Strategic Consulting Ltd საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში პოლიტიკური გამოცდილება 01.2015-დან მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრი. უცხო ენები: ინგლისური, გერმანული, რუსული
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)