|
2016-11-18 13:09:59, 1124 ნახვა
კომენტარი
თამარ ჟვანია: საქართველოში არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ტრადიციად იქცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მე-9 მოწვევის პარლამენტს, რეგლამენტის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები წარუდგინა. ჟვანიას განცხადებით, 2016 წლის პარლამენტის არჩევნები საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ქვეყანაში ტრადიციად იქცა. „საქართველოში უკვე რამდენიმე საარჩევნო ციკლია ვხედავთ, როგორ ვითარდება ეტაპობრივად საარჩევნო გარემო და მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს ეფუძნება. 2016 წლის პარლამენტის არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც ჩატარდა მშვიდობიან, კონკურენტულ ვითარებაში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში გამოეხატათ საკუთარი ნება და ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, რეგიონში ლიდერ პოზიციას იკავებს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)