22:10 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 12:50:54, 1116 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი მზადაა, პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება დააფინანსოს

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება მათი უფლებების აღსადგენად.

პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს განიხილოს წინადადება, რომ სახელმწიფომ ეს ადამიანები საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალური პაკეტებით უზრუნველყოს.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ ადამიანების უფლებების აღდგენა ერთის მხრივ სამართლიანობის საკითხია, ხოლო მეორეს მხრივ რეალური წინაპირობაა შერიგებული, უფრო სტაბილური საზოგადოების შესაქმნელად.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გამოჩნდა ისიც, რომ პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში, ამ პიროვნული ტრაგედიების არა გადაწყვეტა, არამედ მუდმივი პედალირება უფრო ხელს აძლევთ.

„ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საკმარისი დრო გავიდა, თუმცა, დღემდე მათი უმრავლესობა უმუშევარია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმყოფება მძიმე მატერიალურ პირობებში და კვალავაც რჩება ნასამართლევი.

ეს საკითხი მე შარშან, ყოველწლიურ მოხსენებაშიც წამოვწიე. შედეგად პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი უფლებების აღსადგენად სასამრთლო ინსტანციებში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics