06:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 10:30:46, 645 ნახვა

საზოგადოება
,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება’’ დასრულდა

,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება’’ დასრულდა. ყველაზე მეტი მედლის მფლობელ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდს გრან-პრი  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცა. 

სტუდენტური ოლიმპიადა თბილისში,  2016 წლის 3 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა.პროექტის მიზანი, შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის ჩართულობით, ანტინარკოტიკული პროპაგანდის წარმოება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.   

შეჯიბრებები სპორტის ექვს სახეობაში, მინი ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, “ფეინთბოლსა” და ბოულინგში მიმდინარეობდა. გრან-პრის მფლობელის გარდა, თითოეულ მიმართულებაში გამარჯვებული გუნდებიც გამოავლინეს. მათ ფულადი პრიზები, ჯილდოები და სიგელები განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სამსახურის სხვა თანამშრლომლებმა გადასცეს. 

თბილისის მერის თქმით, სპორტული ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

„სტუდენტებს საშუალება აქვთ,  გამოავლინონ საკუთარი სპორტული შესაძლებლობები და მათშორის საუკეთესო გახდეს გამარჯვებული. თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს ამ და სხვა სპორტულ ღონისძიებებს და მომავალშიც გააგრძელებს. გვსურს უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში და ამით ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სტუდენტურ ოლიმპიადაში დედაქალაქის მასშტაბით, 23 უმაღლესი სასწავლებლის 2500 სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და  ,,სამოქალაქო ინიციატივა - საზოგადოების ჯანმრთელობისათვის’’ ორგანიზებით გაიმართა. 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics