2016-11-18 10:00:32, 662 ნახვა
საზოგადოება
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართება
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.
არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული კავშირის გაერთიანებული შეკრების მიზანია, ახალარჩეულ პარლამენტარებს მოუწოდოს, საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა დროულად დაიწყონ.
ისინი ფიქრობენ, რომ დეპუტატებმა დღის წესრიგში უნდა დააყენონ ისეთი საკითხები, როგორიცაა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპების დანერგვა და განათლების ფუნდამენტური რეფორმა.
ცნობისთვის, დღეს 12:00 საათზე მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან