|
2016-11-18 09:04:53, 658 ნახვა
პოლიტიკა
მოქმედ მთავრობას დღეს უფლებამოსილება შეუწყდება
ახლადრჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს. ამის შემდეგ პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დაიწყება. რაც შეეხება, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანო პირველივე სხდომაზე, ანუ დღეს თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით აირჩევს. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში აქვს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა. "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძეა. მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია პარლამენტის პირველ სხდომას დაესწროს. პირველ სხდომაზე ასევე შეიძლება მიწვეულ იყვნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ცნობისთვის, ხვალინდელ სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ დაეწრება. უწმინდესი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში, მოსკოვის პატრიარქ კირილეს იუბილეზე დასასწრებად მიემგზავრება. შეგახსენებთ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)