|
2016-11-17 14:42:43, 727 ნახვა
პოლიტიკა
დიასპორის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი გელა დუმბაძე დიპლომატიას უბრუნდება
პრემიერმა მთავრობის სხდომის დასაწყისში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის წვლილზე ისაუბრა და მას მადლობა გადაუხადა: „ორიოდე სიტყვით მინდა ვახსენო დიასპორის ფორუმი, რომელიც დღეს ჩატარდა. ტექნიკური მიზეზის გამო, ვერ მოვახერხე დასწრება და მინდა, აღვნიშნო ბატონი გელა დუმბაძის, ჩვენი მეგობრის და ჩვენი კოლეგის წვლილი ამ მიმათულებით. მან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა მინისტრობის პერიოდში. ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების უფასოდ გადმოსვენება სამშობლოში და სამშობლოს მიწას მიბარება, რაც დიდი შვება იყო ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. ასევე მან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნებაში იუსტიციის მინისტრ ქალბატონ თეასთან ერთად და ეს იყო მართლაცდა ისტორიული მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც საქართველოს დაუბრუნდა ლევილის მამული.აღსანიშნავია ათობით შეხვედრა საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყანაში. მე თვითონ მქონდა ბედნიერება, რომ ის ემოცია გაგვეცვალა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებიან საქართველოდან ძალიან მოშორებით და მინდა ვთქვა, რომ გელას როლი ამ მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან პირდაპირ იგრძნობოდა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მობრუნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი მინისტრის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, გელა დუმბაძე საქმიანობას დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებს: „გელა უბრუნდება დიპლომატიას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ სტრუქტურულ ცვლილებას და საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება ეს უმთავრესი მიმართულება გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს და ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვებთ ამ მიმართულებით საქმიანობას, რათა თითოეული ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. ასევე მინდა აღვნიშნო ისეთი მიღწევები, როგორიც იყო თურქეთში ქართული ენის სწავლების დაშვება. ეს იყო ამ სამინისტროს მუშაობის შედეგი. ბატონ გელას წარმატება მინდა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი ღირსეული წარმოამდგენელი“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)