14:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 14:28:18, 1658 ნახვა

სამართალი
კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დათა ახალაიას საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია

კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით,  დათა ახალაიას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია.

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2006 ნავთლუღის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, მოწმის სტატუსით Skype-ით დაიკითხა. ის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეა.

დავით კუხიანიძემ განაცხადა, რომ ის ავტომანქანით იყო ნავთლუღის ავტოსადგურის ადგილზე მისული და გაიგო გასროლების ხმა, ხოლო ამის შემდეგ მოწმის განცხადებით, ორ წუთში მიიღეს ბრძანება შესულიყვნენ ტერიტორიაზე და როგორც ამბობს, ჰაერში სროლებით შევიდნენ ტერიტორიაზე.

კითხვაზე, თუ რატომ ისროდნენ ჰაერში მოწმემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ ვიდეო გადაღების მიზნით. ის ყვება, რომ ეს სპეცოპერაცია შალვა თათუხაშვილს უნდა დაეგეგმა.

ამასთან, მოწმის თქმით, ახალაიას საკონტროლო გასროლა არ განუხორციელებია. მოწმემ აღნიშნა, რომ მანქანიდან გადასვლას და ადგილზე მისვლას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა.

მოწმის განცხადებით, როდესაც ისინი შევიდნენ ტერიტორიაზე ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. თუმცა პროკურორის კითხვაზე აქვს თუ არა ინფორმაცია პირველი სროლების დროს სად იყვნენ ახალაია, დგებუაძე და მაზმიშვილი, მოწმემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არ აქვს.

მოწმე აცხადებს, რომ საქართველოში ყოფნის დროს პროკურატურა მასზე ზეწოლას ახდენდა, რათა ეთქვა, რომ ახალაიამ და მაზმიშვილმა საკონტროლო გასროლა განახორციელეს. თუმცა, საქმის პროკურორები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ , რომ მოწმემ დღევანდელ პროცესზეც დაადასტურა, რომ მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული მამხილებელი ჩვენება სწორედ მას ეკუთვნის და ეს ჩვენება არის მართალი. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გიორგი დგებუაძეს ბრალი აქვთ წარდგენილი განზრახ მკვლელობის და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics