|
2016-11-17 10:26:13, 1755 ნახვა
სამართალი
პანორამა თბილისის საქმეზე სასამრთლო პროცესი გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის" საქმეზე მთავარი სხდომა გადაიდო. ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში მესამე პირად ჩართული იყო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო", რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის წესით გაასაჩივრა. "სააგენტოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების კერძო საჩივრის წესით გასაჩივრება, აჭიანურებს პროცესს და მნიშვნელოვნად ამცირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემჭიდროვებულ ვადებში მიღების შესაძლებლობას",-აცხადებენ საიაში. თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განიხილავს, რომლითაც მოთხოვნილია ,,პანორამა თბილისის" პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილობა. კერძოდ, საია ითხოვს იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის ,,სოლოლაკის ბაღები"-ს და ,,სოლოლაკი ს მაღლობი"-სმშენებლობა. დავაში მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტრო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)