19:20 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 23:33:07, 680 ნახვა

სპეციალური ანონსი
17 ნოემბრის სპეციალური ანონსი

17 ნოემბერს, 10:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ცენტრის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება.
მის: ასათიანის ქ. #9 

17 ნოემბერს, 10:45 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვირეულის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, შპს „ტისუპეიპერის“ ახალ, მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის. 
მის: თბილისი, ქიზიყის ქ. #12

17 ნოემბერს, 11:00 საათზე, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ოფისში ჩინური კომპანიის თანამშრომლების მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქეების ადვოკატები და „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. 
მის.: ზუბალაშვილების ქ. #36 

17 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” დისკუსიას გამართავს.
თემა: რეფორმის პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03

17 ნოემბერს, 11:00 საათზე, ”ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში საბავშვო წიგნის ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ გაიხსნება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. 

17 ნოემბერს, 11:00 საათზე, ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რუსული კომპანიების მხრიდან საქართველოს ტაქსების მომსახურების სფეროს სავარაუდო მონოპოლიზება, პასუხი თბილისის მერს.
მის: ვაჟა-ფშაველას 1/43, პროფკავშირების ცენტრალური ოფისი

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მაღალი დონის ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის „ნატო-საქართველოს სწავლების 2016“ საჩვენებელი დღე გაიმართება. მედიის აკრედიტებული წარმომადგენლები კრწანისში JTEC-ის შესასვლელთან 10:45 საათზე უნდა გამოცხადდნენ. 
საკონტაქტო პირები: ირაკლი გურგენიძე - 577 19 88 66, თეო კერძევაძე - 577 19 00 96 

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრება.
თემა: ქართველ ალპინისტთა ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი ასვლები კავკასიონისა და ჰიმალაის მწვერვალებზე. 

17 ნოემბერს, 13:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვას დაესწრებიან.

17 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას ქ. #7

17 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“, „გოსფილმოფონდში“ დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით მოეწყობა.

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, „მაგთი კლუბში“, სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის "დებიუტი'' პრეზენტაცია გაიმართება. 

17 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2016“ ფინალური ღონისძიება გაიმართება.
მის: სიონის ქ. #8
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics