|
2016-11-16 15:42:22, 1983 ნახვა
სამართალი
იმერეთის რეგიონში წელს 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პრობაციონერები სხვადასხვა სამსახურში დასაქმდნენ. 15 ნოემბერს, იმერეთის პრობაციის ბიუროს წყალტუბოს ოფისის თანამშრომელთა შუამდგომლობით, პურის საცხობში, მცხობელის პოზიციაზე, პრობაციონერმა გ.მ-მ დაიწყო მუშაობა. მისი ანაზღაურება თვეში 900 ლარს შეადგენს. პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წელს უკვე 142 პრობაციონერი დასაქმდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)