04:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 15:31:27, 594 ნახვა

საზოგადოება
ევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის  სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრების დროს განხილული იქნა საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.

მათივე ცნობით,  დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ ისაუბრეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების მიმდინარეობაზე.  

გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით  და ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართულმა  სახელმწიფო უწყებების   წარმომადგენლებმა და ევროპის საბჭოს პროექტების კოორდინატორებმა დეტალურად ისაუბრეს გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ პროექტებზე და   იმედი გამოთქვეს, რომ  ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები მხარს დაუჭერენ აღნიშნული პროექტების განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების დელეგაციებთან და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირებთან.

 შეხვედრის მონაწილეებს სხვა საკითხებთან ერთად მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics