04:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 15:07:14, 670 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან ჩაჩავამ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა მემორანდუმი გააფორმეს

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ   საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა  ქეთევან ჩაჩავამ და დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრების  ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და  USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა  დაგლას ბოლიმ გახსნეს.

„ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრობის ბრწყნვალე დასაწყისი.  ერთის მხრივ, დემოკრატიული  ჩართულობის ცენტრი, მეორეს მხრივ ევროკავშირისა და ნატოს-ცენტრი  ჩვენი რესურსების, ძალისხმევის გაერთიანებით შევძლებთ, რომ ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს უკავშირდება,   ჩვენს მოქალაქეებამდე მივიტანოთ“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებას  ითვალისწინებს. უახლოეს მომავალში ზემოხსენებული ორგანიზაციები  პირველ ერთობლივ პროექტს განახორციელებენ, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის  რეგიონული ბიუროების გაძლიერებას გულისხმობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გაფორმდა. გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი  პარტნიორები შევიძინეთ, რომელიც დაგვეხმარება  ჩვენი მთავარი მიზნის განხორციელებაში.  ესაა- მეტი ინფორმაცია საზოგადოებას, მეტი კონკრეტული ფაქტებით გამყარებული, ზუსტი ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.

მემორანდუმის ხელმოწერას  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების თანამშრომლებიც დაესწრნენ. საინფორმაციო ცენტრმა მათთვის  საქართველოს ევროპული და  ევროატლანტიკური  ინტეგრაციის შესახებ  სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის  ფინანსურ და  ტექნიკურ მხარდაჭერას  უზრუნველყოფს  აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტი USAID-ის დაფინანსებით.

 

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics