|
2016-11-16 14:36:28, 669 ნახვა
საზოგადოება
FAO-სთან ოთხწლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ხელი მოაწერეს ოთხწლიანიან ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის ინსტიტუციურ, რეგიონულ და სექტორულ განვითარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, FAO - საქართველოს 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულება მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა - საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული მომსახურებისა და მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება. როგორც FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ აღნიშნა, ჩარჩო ხელშეკრულება გარანტიაა რომ ქვეყანამ სწრაფად მიაღწიოს მდგრადი განვითარების მიზნებს. ,,ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება FAO-ს გამოცდილება და სოფლის მეურნეობის დარგში საერთაშორისო, ინოვაციური პრაქტიკა. ჩარჩო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ძლიერი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სისტემის ჩამოყალიბებას" - განაცხადა რაიმუნდ იელემ. 1990-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული მიწის რეფორმის შემდეგ, საქართველოში შეიქმნა ათასობით მცირე მეურნეობება და საოჯახო ფერმა, რომელთა პროდუქტიულობა ძალიან დაბალია და ვერ უზრუნველყოფს მეურნეობაში ჩართული ფერმერების შემოსავლების ზრდას. FAO-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია ყველა ის პრიორიტეტული სფერო, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე მეუნეობების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ასევე სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების, საარსებო წყაროების გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების განვითარების, ასევე ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების კუთხით. ხელშეკრულების ფარგლებში, მომავალი 4 წლის განმავლობაში, აქცენტი გაკეთდება საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ტყისა და ველური ბუნების რესურსების მდგრადი მართვისა და ეფექტიანი გამოყენების სისტემის ჩამოყალიბებაზე. გარდა ამისა, FAO ხელს შეუწყობს საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას და კატასტროფების რისკის შემცირების ზომების გატარებას. ჩარჩო ხელშეკრულება სხვადასხვა სამინისტროსა და სამთავრობო უწყებასთან კონსულტაციების შედეგად, ასევე ფინანსურ მხარდამჭერებთან - ევროკავშირი, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და გაეროს ორგანიზაციები - შეთანხმებით მომზადდა. "ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ერთად მუშაობას, რათა დავეხმაროთ ქვეყანას მიაღწიოს გაეროს განვითარების მიზნებს და შეასრულოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნები“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ. „FAO-ს 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსთვის" წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს “გაეროს პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის 2016-2020“ დოკუმენტისა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის პარტნიორობას აჯამებს. (NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)