20:43 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 13:43:42, 1103 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე საპატრიარქოს განცხადებაზე: არის საკითხები, რომელზეც თითოეული სახელმწიფო თვითონ წყვეტს, როგორი პოლიტიკა აირჩიოს

„არის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით, როგორც ევროპული საზოგადოება, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც თითოეული სახელმწიფო საკუთრივ თავისთავად განსაზღვრავს, თუ როგორი პოლიტიკა აირჩიოს“,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოს განცხადებას.

ბაქრაძის თქმით, ევროპული გზა არ გამორიცხავს იმას, რომ თითოეულ სახელმწიფოს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი პოლიტიკა ჰქონდეს.

 „მივესალმები იმ პროექტს, რომელიც საინფორმაციო ცენტრის და დემოკრატიული განვითარების ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ორი პროექტი გვქონდა საპატრიარქოსთან ერთად, რომლის ფარგლებშიც  სხვადასხვა ეპარქიებში სწორედ ამ გზავნილით და ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის საშუალებით ვახდენდით ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმირებას, თუ რას ნიშნავს საქართველოს ევროპული გზა, რომ ეს ნიშნავს, რომ   ჩვენი კულტურით, ჩვენი ისტორიით, მრავალფეროვნებით უნდა გავხდეთ იმ მნიშვნელოვანი ოჯახის ნაწილი, რომლის სიმდიდრე სწორედ მის მრავალფეროვნებაშია. ამ თვალსაზირისით, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა, რომლის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი ფაზა იყო მეუფეების ვიზიტი ბრიუსელში. ვფიქრობ,  ძალიან სწორი ინფორმაციის გაცვლა მოხდა ბრიუსელში, ერთის მხრივ, ნატო-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ჰქონდათ შეხვედრა მეუფეებს, ძალიან აღფრთოვანებული იყვნენ იმ ცოდნის სიღრმეებით, რომელიც გამოიკვეთა ინფორმაციის გაცვლის დროს და მეორეს მხრივ, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის წარმომადგენლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მიეღოთ გზავნილი, თუ რამდენად უკავშირდება ევროპული გზა  საქართველოს კულტურის, მისი ისტორიის დაცვას, შენარჩუნებას და მომავალ განვითარებას. ევროპული გზა თუ რამდენად უზრუნველყოფს ამ თვალსაზრისით ქვეყნის განვითარებას და არ გამორიცხავს და არ ეწინააღმდეგება მას. ეს იყო პირველი პილოტური პროექტის დადასრული, რაც ვფიქრობ ორმხრივად სასარგებლო იყო. ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ინოვაციურად მივუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ კომუნიკაციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ საპატრიარქოსთან თანამშრომლობა იყო.

რასაკვირველია მათ მიიღეს ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით, როგორც ევროპული საზოგადოება, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც თითოეული სახელმწიფო საკუთრივ თავისთავად განსაზღვრავს, თუ როგორი პოლიტიკა აირჩიოს. საზოგადოება თავისთავად განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა აირჩიოს.რასაკვირველია,  საქართველოს ევროპული გზა არ გამორიცხავს ამას და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მიიღეს“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ნატოში და ევროსტრუქტურებში საქართველოს ეკლესიის შესახებ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. გარდა ამისა, საპატრიარქო რამდენიმე პრობლემურ საკითხზე საუბრობს. მაგალითად, მათი განცხადებით, საქართველოში სასწავლო დაწესებულებებიდან ამოღებულია რელიგიის სწავლება და ვითომცდა დასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე, იკრძალება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე საუბარი.

ევროკავშირის ქვეყნებში კი, როგორც საპატრიარქოში განმარტავენ,  ეს საგანი სხვა და სხვა ფორმით არის შეტანილი  იმის მიხედვით, თუ სად რა მოთხოვნილებაა.

ასევე, საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განმსაზღვრელი პუნქტის ჩაწერას კონსტიტუციაში, იმ მოტივით, თითქოს ეს  ევროინტეგრაციის პროცესს შეუშლის ხელს.

მათი განმარტებით, უმაღლესი დონის არაერთ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში და თვით ზეპირ თუ წერილობით რეკომენდაციაშიც კი არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობა, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში განისაზღვრა ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს არის ევროკავშირის სტრუქტურებისთვისაც სრულიად მისაღები მდგომარეობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics