13:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 13:21:22, 1441 ნახვა

სამართალი
თავდაცვის სამინისტრომ სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე მოკვლევა დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, დეტალები მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„გენერალურმა ინსპექციამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ ფაქტს რეალურად, რადგან დასახელებული პირები წლებია თავდაცვის სამინისტროს უწყებაში მსახურობენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

"მოამბის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ წინა წლებში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ.

 რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ნინუა და ცაბაძე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, მედიის ცნობით, კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში ნინუასა და ცაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება თავდაცვის მინისტრის მიერაა გამოცემული.

ამასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი განმარტავს, რომ აქვს უფლებამოსილება საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება.

რაც შეეხება უშუალოდ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნის მოტივს, გელაშვილის თქმით, მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ნინუასა და ცაბაძის ხედვა გენშტაბის ხედვებს ემთხვევა.

ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა ამ საკითხზე სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა. რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, რომ სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან ”ნაციონალური მოძრაობის” კადრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით პირადი შემადგენლობის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics