2016-11-16 00:28:41, 577 ნახვა
სპეციალური ანონსი
16 ნოემბრის სპეციალური ანონსი
16 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია კვლევის "მძღოლთა შრომითი უფლებები" პრეზენტაციას გამართავს.
მის: შავთელის ქ. #13
16 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი კომპანია "სითი პარკთან" დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის: თავისუფლების N2
16 ნოემბერს, 12:00 საათზე „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს.
მის: პოლიკარპე კაკაბაძის ქ. #7ბ
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990
16 ნოემბერს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას სამინისტროში შეხვდება.
16 ნოემბერს, 12:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჟვანია თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი გასნიან.
მის: თავისუფლების მოედანი, შ. დადიანის ქ. #2/1
საკონტაქტო პირი ნინიკო ბოჯგუა - 577 191417
16 ნოემბერს, 12:15 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ხელს მოაწერენ FAO -საქართველოს შორის 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის ინსტიტუციურ, რეგიონულ და სექტორულ განვითარებას ითვალისწინებს.
საკონტაქტო პირი ნანა ჩინჩილაკაშვილი - 599 50 26 19
16 ნოემბერს, 13:00 საათზე, ”საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს“ ოფისში გაიმართება „კორუფციის გლობალური ბარომეტრის“ კვლევის 2016 წლის შედეგების პრეზენტაცია.
მის.: აღმაშენებლის გამზ. # 61
16 ნოემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართება სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
16 ნოემბერს, 17:00 სათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში ფესტივალ ”საჩუქარის” ფარგლებში მანანა მენაბდის პერსონალური ფოტო-გამოფენა გაიმართება.
16 ნოემბერს, 18:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" ფოტოგრაფ გოგიტა ბუხაიძის გამოფენა „რაგბი ჩვენი თამაშია“ გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მატჩების ამსახველი ფოტოები 2002 წლიდან დღემდე.
მის: მარჯანიშვილის #7, "თიბისი ბანკის" სათავო ოფისი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან