|
2016-11-15 23:30:28, 907 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ივანიშვილზე: ვერ შეძლებს ეს ჯაყო ბოლომდე გაგვაბანძოს და მიგვაჩმოროს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-თან ინტევიუში ამბობს, რომ ქართველი ხალხის იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ გადაწმყვეტ მომენტში საზოგადოება კვლავ იტყვის თავის სათქმელს. აქვე სააკაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიჯერონ თავიანთი თავის და მოუსმინონ ხალხს. მიხეილ სააკაშვილი აქვე აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება ძალიან შეიცვალა უკეთესობისკენ. "საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს ნავთობი. გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა შეძლოს ქვეყნის ლაჯებში ამოდება. ეს ამას აკეთებს, ქვეყანა პრაქტიკულად საკარმიდამოდ იქცია. მას ჰგონია, რომ ეს ქვეყანა მას ეკუთვნის. ამ გაუნათლებელმა, ჯაყოს მსგავსმა პერსონაჟმა ჩათვალა, რომ საქართველოს მას ეკუთვნის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი თავმოყვარეა და გადამწყვეტ მომენტში თავის სათქმელს ამბობს. ეს რამდენჯერმე იყო ჩვენს ისტორიაში, ჯერ იყო გიორგი სანაიას მკვლეობის დროს ხალხი ფეხზე დადგა, მერე იყო 2003 წელი და რევოლუცია, შემდეგ იყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი, შემდეგ ცოცხალი ჯაჭვი. მე ვიცი რომ ყოველთვის დგება მომენტიმ როცა ქართველი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას აჩვენებს ხოლმე. ამიტომ ვერ შეძლებს ეს ჯაყო ბოლომდე გაგვაბანძოს და მიგვაჩმოროს. მაგრამ მთავარია, მოემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხალხი იქნება მზად ამისთვის. ამას უნდა მომზადება, ამას უნდა დაჯერება, რომ ასე იქნება. მე ღრმად მწამს ჩვენი ხალხის. პარტიულ ჯგუფებს საკუთარი თავის უნდა სწამდეს. მე არ მჯერა, რომ ერთი ლიდერი შეძლებს ამას, საქართველო ძალიან შეიცვალა. მე რომ მას უკრაინას ვადარებ, შემიძლია, ვთქვა, რომ შეიცვალა უკეთესობისკენ," - აცხადებს სააკაშვილი.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)