|
2016-11-15 22:56:24, 681 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღების პროცესი მიდის
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს. როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო სიძულვილის ტალღის შექმნა. მისივე განცხადებით, ენმ-ს მხარდამჭერებმა საოცარი წლები გამოიარეს, დაიჭირეს, ბრალი წაუყენეს, დაკითხეს, მაგრამ მათ ეს გადაიტანეს. "ვიღაცა გაგაკრიტიკებს, ვიღაცა რაღაცას იტყვის, მაგრამ შენ ხალხს არ უნდა გაებუტო. საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღების პროცესი მიდის. ივანიშვილმა ვერ შეძლო სიძულვილის ტალღის შექმნა. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ქართულ საზოგადოებას მაინც არაფერი გამოასწორებს, საშინელი ხალხია, ამას თუ ამბობ, მაშინ არაფერი არ გესმის და უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. ქართველი ხალხი ძალიან ჯანსაღ ტალღაზე მიდის. ქართულ პოლიტიკაში ახალი ტალღა უნდა ამოვიდეს. ჩვენებიც უკვე დაიღალნენ. ადამიანი, რომელიც კაბინეტში იჯდა და კარგი საქმე აკეთა თუნდაც, ეტყობა, შემდეგ დაღლა. ჩვენმა მხარდამჭერებმა საოცარი წლები გამოიარა, დაიჭირეს, ბრალი წაუყენეს, დაკითხეს, მაგრამ მათ ეს გადაიტანეს. არასწორი იქნებოდა, რომ იმათზეც გაბრაზებულიყვნენ, ვინც ივანიშვილს მისცა ხმა," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)