09:33 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 22:51:08, 696 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ივანიშვილი მომავალშიც გააყალბებს არჩევნებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალშიც გავფარჩაკდებით

ივანიშვილი ამბობს, რომ ათწლიანი ციკლია, ნიშნავს რომ მომავალშიც გააყალბებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაწერთ ხელს, რომ მომავალშიც გავფარჩაკდებით, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

სააკაშვილი "რუსთავი 2"-თან ინტევიუში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს საყვედურობს და ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან გაყალბებული არჩევნებისთვის მისი პარტიის წევრები არ ემზადებოდნენ. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის რომ ყოფილიყო, საქართველოში პარტიას ხმების დასაცავად მოამზადებდა.

„აქ რომ იყვნენ რამდენჯერმე ჩამოსულები, მათ თქვეს, რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს საარჩევნო კამპანიაზე. ეს იყო მთელი ლაპარაკი. როცა ადამიანი იტყვის, მე ვაგებ პასუხს, მან უნდა აგოს პასუხი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი მომავალ არჩევნებსაც გააყალბებს და "ნაციონალური მოძრაობა" ამას შეგუებულია, თუმცა თავად სააკაშვილი ამასთან შეგუებას არ აპირებს.

„მე არ ვარ მზად, რომ თავი მოვიტყუო. ივანიშვილი ამბობს, რომ ათწლიანი ციკლია, ნიშნავს რომ მომავალშიც გააყალბებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაწერთ ხელს, რომ მომავალშიც გავფარჩაკდებით. მე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics