|
2016-11-15 17:35:19, 748 ნახვა
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბოლონიაში იტალიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ბოლონიაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის (EIMA) ფარგლებში, იტალიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტს, მასიმო გოლდონსა და ამავე ფედერაციის საერთაშორისო ბაზრების მენეჯერს, ფაბიო რიცის შეხვდა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობა, რათა მათ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ქვეყანაში შემოტანა და მათი გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ ცოდნის მიღება შეძლონ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მასშტაბის ფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს აგრარული სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გავხადოთ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის სამთავრობო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლთა სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებული განვითარების ტენდენციები და პრობლემები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ იტალიაში, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - EIMA 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 2016 წელს, გამოფენაზე 40 ქვეყნიდან ყველა სახის სამეურნეო და სამებაღეო სამუშაოებისთვის ტექნიკის 50,000 მეტი მოდელი იყო წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე გამოფენაზე (EIMA) წარმოდგენილ სტენდებზე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და გამოფენილი ტექნიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)