|
2016-11-15 17:36:55, 844 ნახვა
საზოგადოება
მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებლებსა და საჯარო სკოლაში სწავლებას ერთდროულად შეძლებენ
„პროფესიული სწავლების მიმართულებით გარკვეული სიახლეები იქნება, მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე შეეძლებათ ისწავლონ პროფესიულ სასწავლებელში და ატესტატი უპრობლემოდ აიღონ“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული საკითხი იქნება ჩიხური სიტუაციების აღმოფხვრა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, უმაღლესი განათლებაც მიიღოს. „მეცხრე კლასიდან, როგორც დღეს არის, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს პროფესიული განათლება. ოღონდ დღევანდელ ვერსიაში სკოლის საგნების სწავლას მოზარდი წყვეტს და ამიტომ ატესტატს ვერ იღებს, რაც მერე უშლის ხელს. ჩვენ მივცემთ საშუალებას მოსწავლეს სკოლის პერიოდშივე, თუ უნდა პროფესიულშიც ისწავლოს და სკოლაც დაამთავროს ერთდროულად. ანუ მას შეუძლია ჰქონდეს სკოლის დამადასტურებელი სერთიფიკატიც და ექნება პროფესიული სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტიც. ამის შემდეგ, რადგან ატესტატიც ექნება, შეუძლია უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა ან აკადემიურ უმაღლესში. კანონში ცვლილებების პაკეტში, რომელსაც ჩვენ შევიტანთ, და რომელიც დიდწილად უკვე მომზადებულია, იქნება სწორედ ჩიხური სიტუაციების აღმოფხვრა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, ან შემდეგ, უმაღლესი განათლების მიღებაც“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)