14:08 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 13:34:38, 693 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, კვების ობიექტებში, „იდუმალმა სტუმარმა“ მომსახურების ხარისხის კვლევა დაასრულა

აჭარის განთავსებისა და კვების ობიექტებში მომსახურების ხარისხის კვლევა „იდუმალმა სტუმარმა“ დაასრულა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში კვლევის შედეგების ანალიზი მიმდინარეობს. რეგიონში მოქმედი ტურისტულ ობიექტებისა და დაინტერესებული პირებისთვის სერვისის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნოემბრის ბოლომდე იგეგმება.

მიმდინარე წელს, „იდუმალი სტუმრი“-ს მეთოდით სერვისის ხარისხი 150 რესტორანსა და სასტუმროში დადგინდა. კვლევის შედეგად 90 სასტუმროს პერსონალი შემოწმდა თუ როგორი ემსახურებიან მომხმარებლებს ნომრის ბრონირებისას, როგორ ღებულობენ სტუმრებს სასტუმროს მიმღებში, როგორ უმკლავდებიან კონფლიქტურ სიტუაციებს, რამდენად ხარისხიანად ემსახურებიან, როგორი აქვთ მარკეტინგი, ასევე როგორია სასტუმროს ვიზუალური მხარე, რამდენად სუფრთა და აღჭურვილია ნომერი. აჭარაში არსებულ 60 კვების ობიექტში კი მომსახურების ხარისხი შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრა: რესტორნის ატმოსფერო და ჰიგიენა, პერსონალის მომსახურების კულტურა, კერძების ხარისხი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, დაჯავშნის სისტემა და მარკეტინგი.

„იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა.

„წინა წლის, იდუმალი სტუმრის შედეგების განაალიზება ჩვენ დაგვეხმარა გაგვეგო თუ რა ტიპის პრობლემები იყო მომსახურების სფეროში. შედეგად, დეპარტამენტში მიმდინარე წელს, განვახორციელეთ სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის პროექტი. ყოველკვირეული შეხვედრებისას, სასტუმროებისა  და რესტორნების პერსონალს ვუტარებდით რამდენიმე საათიან ტრენინგებს მომსახურების სტანდარტების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა „იდუმალი სტუმრის“ კვლევისას გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრას. თუ როგორი შედეგი მივიღეთ და რამდენად შეიცვალა მომსახურების ხარისხი წინა წლებისგან განსხვავებით მალე გახდება ცნობილი“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

იდუმალი სტუმრის შედეგებსა და რეკომედენდაციებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევაში მონაწილე ტურისტულ ობიექტებს ინდივიდუალურად მიაწვდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics