|
2016-11-15 13:27:32, 1373 ნახვა
კომენტარი სამხედრო
ნიკა ჩიტაძე: ნატო-საქართველოს წვრთნები საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არანაირად არ ეწინააღმდეგება
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხეა. როგორც ჩიტაძემ „ექსპრესნიუსს” განუცხადა, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები არანაირად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, პირიქით, აღნიშნული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. ამასთან, ექსპერტის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი უფლებაა, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციას, ან ქვეყანას დართავს ნებას, საკუთარ ტერიტორიაზე ესა თუ ის ერთობლივი წვრთნა ჩაატაროს. ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ რუსეთის ქმედება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს: „ეს განცხადება პირველი არ გახლავთ. რაც შეეხება ნატო-ს მიერ ჩატარებულ წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთი ყოველთვის აღნიშნულს აფასებდა, როგორც მოსალოდნელ პროვოკაციას და ა.შ. თუცმა, ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმიტომ, რომ საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს სუვერენული უფლებაა, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციას, ან ქვეყანას დართავს იგი ნებას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჩაატაროს ესა თუ ის ერთობლივი წვრთნა. როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, მას აქვს უფლება, გააკეთოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ან თუნდაც სამხედრო არჩევანი.ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები არანაირად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, პირიქით, აღნიშნული ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. საქართველო არანაირად არ აპირებს თავს დაესხას სხვა სახელწმიფოებს. რაც შეეხება რუსეთს, სწორედ რომ რუსეთის მიერ კავაკასიის რეგიონში ჩატარებული წვრთნები გახლავთ პროვოკაციული ხასიათის. მათ შორის ვიცით, რომ 2008ნ წელს ჩატარდა წვრთნები, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და გარდა ამისა, თუნდაც იგივე რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ერთობლივი შენაერთების შექმნა და ამ საკითხის განხილვა რუსეთის სახელწმიფო დუმაში, გახლავთ პროვოკაცია რუსეთის მხრიდან. რუსეთი აგრესორია და პირველ რიგში მან უნდა გასცეს პასუხი საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რას ნიშნავს რუსულ-აფხაზური ერთობლივი შენაერთის შექმნა. მე არ ვსაუბრობ რუსულ- სომხური შენაერთის შექმნაზე. ვიცით, რომ ამ შემთხვევაში ორი ქვეყანა სუვერენული სახლემწიფოა და მათ აქვთ უფლება, ერთობლივი სამხედრო სტრუქტურა ჩამოაყალიბონ. საქართველოს, როგორც სახელწმიფოს, არავითარი ვალდებულება არ გააჩნია, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ აგოს პასუხი, თუ რატომ ატარებს ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე“,-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)