|
2016-11-15 10:45:58, 1345 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ პირველი ოფისი გახსნა
თბილისში საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია საქს ინვესტმენტის პრეზენტაცია და პირველი ოფისის საზეიმო გახსნა გაიმართა. საქს ინვესტმნეტი საერთაშორისო კორპორაციაა, რომლის ცენტრალური ოფისი ჰონგ კონგში მდებარეობს. ორგანიზაცია შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს დაიწყონ, ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი. კომპანია ასევე ეხმარება კომპანიებს, რათა გახდეს კონკურენტ უნაიანი ბაზარზე თავის სექტორში. საქს ინვესტის მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსურ განათლებას და ფინანსური ბაზრების განვითარებას ქვეყანაში. როგორც გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენელმა ამირან აზალაძემ აღნიშნა, კომპანია ინვესტორების მოზიდვაზეა ორიენტირებული. "ჩვენ ვცდილობთ მათთვის საქართველოს ბაზარი მომგებიან და საინტერესო საინვესტიციო სექტორად წარმოვაჩინოთ, რითაც ხელი შეეწყობა სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მოხდეს დამატებითი კაპიტალის შემოტანა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას. ეს კი, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს საქართველოზე, ქვეყანაზე, სადაც სარფიანი საინვესტიციო გარემოა ყველასთვის",-განაცხადა ამირან აზალაძემ. საინვესტიციო კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალშია: ფინანსური განათლება, ფინანსური კონსულტაცია, საინვესტიციო მომსახურება, საბროკერო მომსახურება, ტექნიკური და პროგრამული მომსახურება. საქს ინვესტმენტი თანამშრომლობს კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო ქსელის გაფართოვებას. ცნობისთვის, საქს ინვესტმენტი დაფუძნებულია 7 წლიან გამოცდილებაზე და მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანია წარმოდგენილია აზიის, ევროპის, ავსტრალიის და აფრიკის კონტინენტებზე.
დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)