|
2016-11-14 19:19:47, 680 ნახვა
პოლიტიკა
NDI: სამართალდამცავი ორგანოების მუშაობასა და საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაუმჯობესება აღინიშნა
„არჩევნების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობასა და საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგი გაუმჯობესება აღინიშნა, თუმცა კვლავ არსებობს კითხვები საქმის განხილვის მექანიზმების თანამიმდევრულობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო საჩივრების განხილვაზე პასუხისმგებელმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლომ დროულად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იმოქმედოს და, საჭიროების შემთხვევაში, საჩივრების დაკმაყოფილების ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს. „უწყებათაშორისმა კომისიამ გამოსცა რეკომენდაციები და მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეეკავებინათ ოპონენტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე გამოჩენისა ან მათი კამპანიის მასალების ხელყოფისაგან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) რამდენიმე ბრძანება გამოსცა, რომელმაც პოლიციის სხვადასხვა ძალები ყველა რეგიონში ტერიტორიულ ჯგუფებად გააერთიანა, რამაც ხელი შეუწყო უკეთეს კოორდინაციას; ძალადობის პოტენციური რისკების შეფასებას და მონიტორინგს; და განსაზღვრა პოლიციის ჩარევის აუცილებლობის საფუძვლები კენჭისყრის დასრულებიდან ხმების დათვლის პროცესის დასრულებამდე. 11 20 სექტემბერს შსს-მ და ცესკომ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ეხებოდა კენჭისყრისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფას. საქართველოს ისტორიაში პირველად შსს-მ და ცესკომ სამართალდამცავებისთვის ასევე ჩაატარეს ტრენინგი საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს კონსტრუქციული ინიციატივები იყო. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და დამკვირვებლები საუბრობდნენ ხშირად გაჭიანურებული გამოძიების, საქმეების შერჩევითი გამოძიების, წინასწარი პატიმრობის არათანმიმდევრული გამოყენების, 11 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბრძანება #512, 9 სექტემბერი, 2016; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბრძანება #584, 20 ოქტომბერი, 2016 10 მოსამართლეებზე ზეწოლის და სანქციების არათანაბარი გამოყენების შესახებ. მაისში კორცხელში შუალედურ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე თავდასხმის შემთხვევებზე სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტებთან - მათ შორის ჯიხაშკარსა და ქუთაისში მომხდარ არეულობასთან - დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე პირს წაეყენა ბრალი. საერთაშორისო დამკვირვებელზე თავდასხმის შესახებ აღძრული საქმე, რომელსაც საია წარმოადგენს, ჯერ კიდევ გამოძიების სტადიაზეა. ზუგდიდსა და მარნეულში 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტების გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მსგავსი მუხლებით მიმდინარეობს - არჩევნების პროცესისთვის ხელის შეშლა, თუმცა ზუგდიდის შემთხვევაში წაყენებული ბრალი უფრო მკაცრია, რადგან ძალადობის ფაქტებსაც მოიცავს. ზუგდიდში ინციდენტთან დაკავშირებით ქართული ოცნების სამი მხარდამჭერი დააკავეს, რომელთაგან ერთი გირაოთი გაუშვეს; ხოლო მარნეულში ეჭვმიტანილები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ექვსი მხარდამჭერია, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. აღკვეთის განსხვავებულმა ღონისძიებებმა არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილება გააჩინა - განსაკუთრებით, ოპოზიციურ პარტიებში. დამკვირვებლებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე აღნიშნეს, რომ, მიუხედავად მათი თხოვნისა, ზოგიერთ ოლქში პოლიციის რეაგირება ნელი ან არაადეკვატური იყო, განსაკუთრებით იქ, სადაც ოპოზიცია იყო კონკურენტუნარიანი. ამასვე ადასტურებს ჯიხაშკარში საერთაშორისო დამკვირვებლის საჩივარიც, რომლიც თანახმად მასზე თავდასხმის დროს პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ არ ჩაერია. მომავალი არჩევნების მიმართ ნდობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ, პროკურატურამ და სასამართლომ გამოავლინონ, რომ მათ ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებზე დროული, მიუკერძოებელი და ეფექტური რეაგირება შეუძლიათ. უწყებათაშორისი კომისია საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო დარღვევების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მიზნით შეიქმნა. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში კომისიის სხდომებზე ყველა დაინტერესებულ მხარეს საკუთარი ინფორმაციის გაზიარება შეეძლო. კომისიამ რამდენიმე კონსტრუქციული ხასიათის რეკომენდაცია გამოსცა, რაც ზემოთ უკვე აღინიშნა. თუმცა ამ უწყების შესაძლებლობა, შეასრულოს ნდობის აღმდგენი მექანიზმის როლი, მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია მისი პროცედურების სიცხადის ნაკლებობით და რეკომენდაციების აღსრულების უფლებამოსილების არქონით“,-ნათქვამია ანგარიშში.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)