|
2016-11-14 18:53:47, 686 ნახვა
პოლიტიკა
NDI: მედია რეგიონში ყველაზე თავისუფალია, თუმცა ერთ-ერთი პოპულარული მედია მუქარის ქვეშაა
ზოგადი ინფორმაცია არჩევნების პირველი ტურისთვის პროცესის სანდოობისთვის საჭირო ძირითადი კომპონენტები უმეტესწილად არსებობდა, ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორიცაა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, დიდწილად დაცულია“,-ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI)-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამი. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია. „პლურალიზმი პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მედია გარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიზირებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალება სამართლებრივი მუქარის ქვეშაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კონკურენტული, მრავალპარტიული არჩევნები ჩვეულ ნორმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისა), დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია. თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარემო გაუარესდა და მაგალითად მოჰყავთ მათი წარმომადგენლების დაპატიმრება, ძალადობისა და სროლების შემთხვევების დაუსჯელობა და არათანაბარი პირობები. ეს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, ნაწილობრივ, ორ მთავარ პარტიას შორის არსებული განსხვავებული პერსპექტივისა და გამოცდილების მაჩვენებელია. წინასაარჩევნო გარემოზე ამ ორ პარტიას შორის მიმდინარე დაპირისპირება დომინირებდა“,-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ორგანიზაციის შეფასებით, ბევრ ამომრჩეველს არ ჰქონდა გადაწყვეტილი არჩევნებზე თუ ვის მისცემა ხმას. „მოსახლეობა უკმაყოფილოა პოლიტიზირებული პოლიტიკური გარემოთი, რის გამოც ყურადღება ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან ნაკლებად საინტერესო თემებზე გადადის. მოსახლეობის ნდობა პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი, რომელსაც არსებულ ცვალებად გარემოში კონკრეტული შედეგების მიღწევა უჭირს, მყიფეა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არ ეთანხმება, რომ პოლიტიკური პარტიები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ. ისინი თვლიან, რომ უგულვებელყოფილნი არიან არჩეული თანამდებობის პირების მხრიდან, 3 განსაკუთრებით ეროვნულ დონეზე. ბევრ ამომრჩეველს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას და მათ წინაშე არსებული პოლიტიკური არჩევანის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების ისტორიულად დაბალ აქტივობაში აისახა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)