18:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 19:03:31, 328 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ავეჯის კრიტიკა ძალიან სასაცილო იყო

"ირმა ნადირაშვილი ბედავს და ავეჯის თაობაზე  დღევანდელ მთავრობას აკრიტიკებს, მაგრამ ნორმალურია. სიცრუის უფლება აქვთ და ცრუობენ",-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ივანიშვილი ირმა ნადირაშვილის კრიტიკას სასაცილოს უწოდებს.
"სასაცილო იყო ძალიან ავეჯის კრიტიკა რომ განახორციელეს. ძალიან სიმბოლურია ნახეთ ავეჯზე  რა ციფრები იყო, რომ 1 სკამის ფასს ასახელდებდნენ 40, თუ 44-ის ნაცვლად. რეალურად იქ ძალიან დაბალი ფასი იკვეთება.ნახეთ საპირისპირო მილიონნახევრის იგივე პრემიერისთვის. გაიხსენეთ, პრემიერის ოფისისთვის როგორ ჰქონდათ ნაყიდი წინასწარ ავეჯი და უკვე საწყობში ეწყოთ გაურემონტებელი შენობისთვის.ვინ ვის აკრიტიკებს. ირმა ნადირაშვილი ბედავს ამას, მაგრამ ნორმალურია, ეს არის ის, რისი უფლებაც ყველას აქვს, თუკი კანონსაწინააღმდეგო არაა. სიცრუის უფლება აქვთ და ცრუობენ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  პრემიერ-მინისტრმა 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა. ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში უარყვეს  და გაანცხადეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ მიმდინარე რემონტის ფარგლებში, მართლაც შეისყიდა ავეჯი, მაგრამ არა პრემიერისთვის, არამედ იმ სივრცის მოსაწყობად, რომელიც მაღალი რანგის დელეგაციების მისაღებადაა საჭირო. ამასთან, ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ირმა ნადირაშვილის მიერ დასახელებული ციფრები არასწორია.
"ქალბატონ ირმას გავრცელებულ ინფორმაციაში ჰქონდა არასწორი ციფრები მითითებული  იმ თვალსაზრისით, რომ იქ, სადაც მაგალითად უწერია, რომ ერთი სკამი ღირს 15 000, სინამდვილეში 84 სკამია, ის ციფრი, სადაც წერია, რომ საწოლი  ღირდა  24 000, სინამდვილეში ღირდა 950 ევრო, ანუ, 2000 ლარი. ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ, არ იყო საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი ინფორმაცია, და ალბათ, ეს არის მიზეზი,  რატომაც სრულად  არ შეესაბამება სინამდვილეს",-განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა  მაია ცქიტიშვილმა.
[19:03:16] T E K O: ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალებმა"  გააფუჭეს საქმე  და  ეს ისწავლეს, რომ როგორმე ახალს გადააბრალონ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან არსებული პრობლემა მხოლოდ მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. როგორ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების  ფორმატს "თავისუფალი დემოკრატების" სახით ახალი კრიტიკოსები გამოუჩნდნენ. ივანიშვილისთვის მათი კრიტიკა და განცხადებები უცნაურია.  ამასთან, ყოფილი პრემიერი 2008 წლის აგვისტოს ომს კიდევ ერთხელ შეეხო და "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა.
"საერთო დამოკიდებულება უნდა იყოს ის, რომ მოლაპარაკებებით უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ ჩვენს ყველა მეზობელთან  ურთიერთობა და საერთოდ ყველა სახელმწიფოსთან, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს და არა იმით, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააფუძნა და დღესაც მათი მხრიდან მსგავსი მოწოდებებია. ძალაინ საინტერესო იყო სხვათაშორის აკო მინაშვილის გუშინდელი განცხადება, რომ აფხაზეთი და ოსეთი გადასცეს ახალ  ხელისუფლებასო. აი ამის დემონსტრირება უნდათ.გახსოვთ 2008 წელს რაც მოხდა. ზუსტად მაგათი სისულელეები რომ არა და მაგისი მსგავსი,  ვინც დღეს იგივეს ამბობს, დარწმუნებული ვარ, ყველაზე უარესი იმ სიტუაციას შევინარჩუნებდით, რაც მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორი სიტუაციაც არსებობდა მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, და არა ასეთს,  რაც არის დღეს. მათ გააფუჭეს და ისწავლეს, რომ როგორმე ახალს გადააბრალონ. კარასინი-აბაშიძის ფორმატს აკრიტიკებენ. დღეს ახალი კრიტიკოსები გაუჩნდნენ "თავისუფალი დემოკრატების" სახით.როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ტაშს უკრავდნენ, ცოტა უცნაურია მათი მხრიდან.ნებისმიერი ფორმატი მოლაპარაკების საინტერესოა  და უნდა შევეცადოთ მხოლოდ ამ გზით მოვაგვაროთ ყველა პრობლემა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics