02:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 17:19:36, 659 ნახვა

საზოგადოება
გენადი არველაძემ DCFTA-ის საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხებს მიეძღვნა. მრგვალი მაგიდა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ევროკავშირის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის, ბიზნესსექტორის და ევროკავშირთან ასოცირების მხარდამჭერი პროგრამის წარმომადგენლებმა DCFTA-ის განხორციელებაში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

გენადი არველაძემ DCFTA-ის ჭრილში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.

მისი განცხადებით, შეთანხმების სრული განხორციელება ქართველ მეწარმეებს მისცემს საშუალებას, რომ უფრო მაღალი სტანდარტით ნაწარმოები პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე. მეტიც, ეს ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციისთვის ღია იქნება სხვა ბაზრებიც. მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტიციები. აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის.

მრგვალ მაგიდაზე ასევე მოხსენება გააკეთეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ.

შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე გაკეთდა. დიალოგის რეჟიმში მონაწილეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, კონკურენტუნარიანობაზე, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაზე, დარგობრივ პოლიტიკაზე, განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს იმსჯელეს. ღია დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეიქმნა პლატფორმა, სადაც მხარეები, წარმატებულ ისტორიებთან ერთად, საწარმოებში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც იმსჯელებენ.

ღონისძიებაში 40-მდე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საქმიანობის სფეროს, ძირითადად, სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics