20:25 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 17:20:17, 1337 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვახტანგ ძაბირაძე: სომხეთისადმი განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებში რუსეთი აუცილებლად ჩაერევა

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე სომხეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივას ეხმაურება. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, როგორც ჩანს, სირიაში ვითარება რთულდება და რუსეთმა და სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლობა გააძლიერონ.

ამავე დროს, ძაბირაძის თქმით, სომხეთში რუსული ბაზები ისედაც არსებობდა და არ ფიქრობს, რომ ამ გაერთიანების შექმნით იქ შეიარაღება უფრო გაძლიერდება,  ან დამატებითი კონტიგენტი გაიგზავნება.

ძაბირაძის შეფასებით, ეს არის პასუხი იმ უარყოფით დამოკიდებულებაზე, რაც   მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ახალი კრიზისის დროს, რუსეთის მიმართ გაჩნდა. ძაბირაძე გულისხმობს ანტირუსულ გამოსვლებს რუსეთის მხრიდან უფრო ქმედითი   ღონისძიებების გატარების მოთხოვნით.

 „პოლიტიკური თვალსაზრისით, გასაგებია რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობები. ისინი არიან ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნები. გარდა ამისა, მინდა გავიხსენო, რომ როდესაც რამდენიმე ხნის წინ იყო დავა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სომხეთში დაიწყო ანტირუსული გამოსვლები. ისინი ითხოვდნენ რუსეთის მხრიდან უფრო ქმედით ღონისძიებებს. როგორ ჩანს, სირიაში ვითარება კიდევ უფრო რთულდება, პუტინმა და სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება,  რომ თანამშრომლობა იყოს უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე აქამდე იყო. სომხეთში რუსული ბაზები ისედაც არსებობდა. არ მგონია, რომ ამ გაერთიანების შექმნით იქ უფრო გაძლიერდება  შეიარაღება, ან დამატებითი კონტიგენტი გაიგზავნება. უბრალოდ, სხვა სიბრტყეში გადავიდა ეს ურთიერთობა. ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ სომხეთისადმი განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებში რუსეთი აუცილებლად ჩაერევა. ეს არის პასუხი იმ გამოწვევებზე რუსეთის მხრიდან, რაც ახლო აღმოსავლეთში, სირიაში და კავკასიაში მიმდინარეობს. რაიმე კატასტროფული გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ საკმაოდ სერიოზული და ყურადსაღებია, ყველა იმ ქვეყნისათვის, ვინც კავკასიის რეგიონშია, მათ შორის ჩვენთვისაც, აზერბაიჯანისთვისაც და თურქეთისთვისაც. ეს საკითხები მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არის პასუხი იმ უარყოფით დამოკიდებულებაზე, რაც გაჩნდა სომხეთში, სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი კრიზისის დროს და ერთგვარი დამშვიდება პარტნიორობისა“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა  მხარი დაუჭირა ინიციატივას სომხეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ.

პრეზიდენტ პუტინის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს სომხურ მხარესთან შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა დაევალათ.

შეთანხმების პროექტის თანახმად, რუსეთი და სომხეთი კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას შექმნიან, "რომელიც შეძლებს შეიარაღებულ თავდასხმაზე  ასევე სხვა გამოწვევებსა და საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics