|
2016-11-14 13:59:03, 744 ნახვა
საზოგადოება
ჟვანიას პედიატრიულ კლინიკაში დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება გაიმართა
დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ორგანიზებულ აქციას დაესწრო. ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და იმ სერვისებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში მიეწოდებათ. „ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებს და უზრუნველვყოფთ მათ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებით, ტესტ-ჩხირებით, ერთჯერადი გამოყენების საგნებითა და შესაბამისი რესურსებით“, - აღნიშნა მან. ღონისძიების ფარგლებში, ჟვანიას პედიატრიულ კლინიკაში დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება გაიმართა. კლინიკის ენდოკრინოლოგებმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ბენფიციარებს უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს. კლინიკაში შაქრიან დიაბეტზე სკრინინგიც ჩატარდა და ნომინაციაში - „ყველაზე მოწესრიგებული დიაბეტიანი ბავშვი“ გამარჯვებული გამოვლინდა. საქართველოში დიაბეტის მართვის პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს. პროგრამა მიზნად ბენეფიციარების ამბულატორული მეთვალყურეობის გაუმჯობესებას, შესაძლო გართულებების პრევენციასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას ისახავს. „დიაბეტის სკრინინგი ადრეული დიაგნოსტირების მიზნით“ - 2016 წლის გზავნილია. მსოფლიო დღის აღნიშვნა დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენას ემსახურება და პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა უწყებას ძალისხმევის გაერთიანებისკენ მიუთითებს. დიაბეტის მსოფლიო დღე 14 ნოემბერს, 1991 წლიდან აღინიშნება.
(NS)
დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)