11:28 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 12:17:23, 826 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი  მხარეთა თანამშრომლობას სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა თანაშემწეებად სტუდენტების მომზადების, თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში გამოცდილების გაზიარების, შრომითი მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობისა და იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული - მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკის ეფექტიანი ფუნქციონირების წარმართვის  მიმართულებით ითვალისწინებს.

„იურიდიული მომსახურების სააგენტოებში, საადვოკატო და სანოტარო ბიუროებში, სასამართლოებსა და მედიაციის მომსახურების მიმწოდებელ სახელმწიფო ინსტიტუციებში, მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, იზრდება მოთხოვნა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში დამატებითი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებზე, რაც მედიაციის პროფესიონალიზაციის, პროფესიად ფორმირების მანიშნებელია.

კოლექტიური შრომითი დავის მედიაციის სახელმწიფოებრივ სივრცეში ინსტიტუციონალიზაცია დღის წესრიგში აყენებს ახალგაზრდა კადრების მომზადების აუცილებლობას. აღნიშნულ მიზანს მემორანდუმის ფარგლებში დაფუძნებული მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკა მოემსახურება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მემორანდუმს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ელზა ჯგერენაიამ და თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა,პროფესორმა  - ირაკლი ბურდულმა მოაწერეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics