|
2016-11-14 11:32:09, 1147 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღეიდან, ერთი წლის ვადით, ორგანიზაციას ქეთევან ბეჟანიძე უხელმძღვანელებს. ქეთევან ბეჟანიძე ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან თითქმის ერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს. ის არის ასოციაციის მიერ მომზადებული პროექტების - ,,სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების სტიმულირების გზები" და "მგზავრთა გადაყვანის სერვისების განვითარება" თანაავტორი. ქეთევან ბეჟანიძე მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრია. მას დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით და არის თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრი (MBA) ოპერაციების მართვაში. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის პროფესიული ტრენინგები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ასოციაციის ახლად არჩეული თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელი დატვირთული იქნება ისეთი ტიპის პროექტებით, რომელთა ძირითადი ნაწილი სატრანსპორტო პროცესების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად. ,,ჩვენი მიზანია ასევე, ახალგაზრდა რკინიგზელებს მივცეთ საშუალება სხვადასხვა კუთხით დაინახონ და შეაფასონ რკინიგზისა და, ზოგადად, ტრანსპორტის როლი და საქმიანობა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა," - აღნიშნა ქეთევენ ბეჟანიძემ. წესდების თანახმად, ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ დღეს თავმჯდომარის მოადგილეებიც აირჩია. ასოციაციის მოადგილეების პოზიციას ლევან ლომსაძე და ნინო ქუფარაშვილი დაიკავებენ. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი - ელგუჯა ნუცუბიძე გახდა. ერთი მესამედით განახლდა ორგანიზაციის გამგეობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია 2012 წელს დაარსდა და მისი უმთავრესი მიზანი რკინიგზის სექტორის განვითარება და პოპულარიზაცია იყო. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ასოციაციის ინიციატივითა და ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის" ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის სარკინიგზო მიმართულების წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას იღებენ, ხოლო მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სწავლის საფასური 50 % ფინანსდება. გასულ წელს ,,სარა"-მ საქართველოს რკინიგზასთან ერთად, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, სარკინიგზო სასწავლო ლაბორატორია დააარსა. მიმდინარე წლის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი არის რკინიგზელებისათვის უცხო ენების შემსწავლელი კურსების შექმნა. აღნიშნული პროექტის განხორციელება ორგანიზაციის ახალი ხელმნძღვანელობის აქტიური მუშაობისა და რკინიგზის მენეჯმენტის მხარდაჭერის შედეგად იქნა შესაძლებელი. საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის პრიორიტეტი კვლავაც რჩება რკინიგზელთა კვალიფიკაციის ამღლება და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება და მხარდაჭერა.
(R)
დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)