|
2016-11-13 10:03:14, 1581 ნახვა
სამართალი
შსს-მ ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე იმერეთში რეგიონული შეხვედრა და ტრენინგი ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ოფისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული თემატური შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ჩატარდა და მასში პოლიციის, პროკურატურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სასამართლოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი თანამშრომლობის ქსელის შექმნა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩატარდა. მსგავსი ტრენინგები და შეხვედრები ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი, მოქნილი სისტემის შექმნას, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოების და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მიდგომების შემუშავებას, რაც მის შემცირებას და პრევენციას უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)