06:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 15:40:01, 679 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის მიმართებაში მკაცრი პოლიტიკა გაატაროს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა აშშ-ის ახალადრჩეულ პრეზიდენტს რუსეთის მიმართებაში მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, თუ რომელ მხარესაა. 

“ტრამპმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომელ მხარესაა: კანონის, მსოფლიო წესრიგისა და დემოკრატიის მხარეს არის თუ მას ეს არ აინტერესებს და ის ერთგვარ მამაკაცურ მეგობრობას აყალიბებს”, - განაცხადა ონ დერ ლეიენმა.

მისივე თქმით, პუტინთან საუბრისას არ შეუძლება ყირიმის ანექსიისა და ალეპის დაბომბვის დავიწყება.

ამასთან, მინისტრი ტრამპს მოუწოდებს, ნატო-სადმი ბიზნესის მგავსი დამოკიდებულება ნუ ექნება.

“ეს საწარმო არ არის. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია თქმა: წარსული არ მაღელვებს. ღირებულებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, შევხედავ, რამდენი ფულის გამომუშავებას შევძლებ და იქნებ სარფიანი გარიგება გამოვიდეს. ქვეყანას ასე არ მართავენ, ეს არც ნატო-ს პრინციპია” ,  - განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics