|
2016-11-10 14:42:35, 956 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: ვინც არ უნდა გვესაუბროს, გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან და გავაგრძელებთ იმას, რაც გადავწყვიტეთ
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ პასუხობენ, ვინ იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა ახირებულ ერთ-ორ პერსონაში. პარტიის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილების საფუძველი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და პარლამენტში შესვლის საკითხი გახდა. ხოშტარიას თქმით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს: „საინტერესო ის არ არის, ვის ვისთან უნდა საერთო, მან ისაუბრა რა არის მისი გაღიზიანების და უკმაყოფილების საფუძველი- ესაა პარლამენტში შესვლის საკითხი და მეორე ტურებში მონაწილეობის საკითხი. ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია. ვიმსჯელეთ ამაზე და კოლექტიურად მივიღეთ გადაწყვეტილება. ვინც არ უნდა გვესაუბროს ამაზე, ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან, საერთო გადაწყვეტილებების ერთგულებიდან და გავაგრძელებთ იმას, რაც გადავწყვიტეთ“,-აღნიშნა ხოშტარიამ. „არაფერი მაქვს საერთო იმ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც პრაქტიკულად დამარცხებები გამოგვიწერა, მათთან არაფერი მაქვს საერთო“, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, პარტიიდან ვერცერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან დემორალიზება გამოიწვია. „რაღაცეებს აქვეყნებენ, რაც აღქმულია, რომ თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და საკუთარ აქტივისტებს, ხალხს ვინც გადაგვაკვდა თან და გადააკვდა საქართველოს. დაიწყეს რაღაც უაზრო ლაპარაკი, რომ სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, რა შუაშია სააკაშვილი? რა შუაში ვარ ამ დებატებთან მე ? აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შეირგეს ეს გაყალბება. ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, იმიტომ რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა. არა ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა მოხდა ის რასაც ვვარაუდობდი. ვერცერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება. ამის შემდეგ კიდევ აგრძელებენ უაზრო ლაპარაკს, ის ერთ- ორი ტიპაჟი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დაიწყეს, რომ თითქოს არსებობს რაღაც ათწლიანი ციკლი, რვაწლიანი ციკლი. თურმე კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორც გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს. ”ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდოთ ამ ყველაფრის მიმართ და გვქონდეს ზუსტი ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება,ამის მაგივრად სადღაც ხელებს იშვერენ. თურმე პრობლემაა სააკაშვილის, იმის, ამის... მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, ჩვენს მრავალრიცხოვან - 600 000 მხარდამჭერთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც, პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, ხალხმა მინდა იცოდეს მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს. ძალიან ნათელია, მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, ჩვენს აქტივისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდ საქმეში ვარ აქ, მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩემს ქვეყანაზე ფიქრს”, - განაცხადა სააკაშვილმა. ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან წარმოუდგენლად მებრძოლი თვისებები გამოაჩინა. „სანდრამაც, მინდა ვთქვა, რომ წარმოუდგენლად მებრძოლი თვისებები გამოაჩინა. ყოველთვის მაღალი აზრის ვიყავი მასზე, რეალურად გამოჩნდა როგორი მაგარი ლიდერია. მას სრულიად ვუჭერ მხარს იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მან მიიღო. ის არ გაჩერდება და არ ჩამოუშვებს ხელს, გააგრძელებს ბრძოლას და ეს ბრძოლაც იქნება ჩვენი საერთო გამარჯვების“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)