|
2016-11-10 10:15:16, 1631 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, კოტ დ’ივუარის 2 და განას რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)