2016-11-09 22:08:32, 676 ნახვა
სპეციალური ანონსი
10 ნოემბრის სპეციალური ანონსი
10 ნოემბერს, 09:30 საათზე, ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება დაიწყება პრესკონფერენციით.
მედიის აკრედიტებული წარმომადგენლები ვაზიანში ბრიგადის შესასვლელთან 08:30 საათზე უნდა მივიდნენ.
საკონტაქტო პირები: ირაკლი გურგენიძე - 577 19 88 66; თეო კერძევაძე - 577 19 00 96
10 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ მრგვალ მაგიდას და კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
თემა: „გენდერ-სპეციფიკური საჭიროებები საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში“.
10 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
მის: ჭოველიძის ქ. #10ა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
10 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში ახალ სკვერს გახსნის.
მის: გორკის ქ. N28
საკონტაქტო პირი რიტა ყაველაშვილი - 577733182
10 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ალექსანდრე ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თანხა.
10 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე იტალიურ ბიბლიოთეკას გახსნიან მის: გუდიაშვილის ქ. N7, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა
10 ნოემბერს, 12:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არჩევნები ამერიკაში და საქართველო.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
10 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
10 ნოემბერს, 13:00 საათზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ააიპ საერთაშორისო ფონდი „ფენიქსი-ლზ“-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
მის.: სანდრო ეულის ქ. #5ა
10 ნოემბერს, 17:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეჭირვებული ვეტერანების ოჯახებს პირველადი საჭიროების ნივთებს გადასცემენ.
მის.: გორგასლის ქ. #89
10 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.
მის: თავისუფლების #2 (თამარ მეფის დარბაზი)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან