00:21 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 15:08:05, 641 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი თაბუაშვილი: გეგმის გადაჭარბების ალბათობით, ზედმეტად მიღებული 82 მილიონი დაბრუნების ქვეანგარიშზე მივმართეთ

„სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი წლის დასაწყისში დაგეგმილი იყო, შესაბამისად,   მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზედმეტად მიღებული შემოსავალი- 82 მილიონი ლარი გადასახადების უკან დაბრუნების ქვეანგარიშზე მივმართეთ“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“   მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა.

თაბუაშვილის თქმით,  სახელმწიფო  ბიუჯეტის მობილიზების კუთხით,  ფინანსთა სამინისტრომ შენიშნა, რომ გეგმის გადააჭარბების დიდი ალბათობა იყო.

„ფინანსთა სამინისტრო საჭიროდ თვლის  კიდევ ერთხელ მისცეს განმარტება საზოგადოებას  და მიაწოდოს კვალიფიციური და ზუსტი ინფორმცია,  რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს.  ის დაგეგმილი იყო, როგორც იცით  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული   მოცულობით, შესაბამისად,  წლის ბოლოს საგადასახადო შემოსავლების  მობილიზების კუთხით,  ბოლო დღეებში ჩვენ შევნიშნეთ, რომ იყო გეგმის გადაჭარბების  დიდი  ალბათობა და  შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით აბსოლუტურად  წინასწარ არის განსაზღვრული და გაწერილი  პროცედურები,  კანონმდებლობის სრული დაცვით,  ჩვენ აღნიშნული თანხა, ზედმეტად მიღებული  შემოსავალი - დაახლოებით  82 მილიონი ლარი, მივმართეთ  ზედმეტად გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების  ქვეანგარიშზე“,-განაცხადა თამუაშვილმა.

ამასთან,  თაბუაშვილმა   „ საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ  განცხადებას, არაკვალიფიციური და მცდარი უწოდა.მისივე განმარტებით,  ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას არანაირი კავშირი არა აქვს  საბიუჯეტო ხარჯებთან, რადგან გეგმის ზემოთ 1 თეთრის ხარჯვაც გამორიცხულია. 

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“  თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსა ინფიორმაცია, რომლითაც  საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო დაადანაშაულა  თითქოსდა  2014 წლის ბიუჯეტის  გათვალისწინებული ხარჯების შესახებ  ინფორმაცია იყო არასწორი და ასევე  დეფიციტის მონაცემებიც იყო  არასწორად გამოქვეყნებული. რაც შეეხება სახელმწიფო გეგმის დეფიციტს, ის ამ დეფიციტის გათვლაში  ჩვენი კანონმდებლობით, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო  სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული  სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის  აღრიცხვის სახელმძღვანელოს 1986 წლის  მიხედვით, რომელსაც  ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს  და აღიარებს, ამ მეთოდოლოგიით ,  არანაირ გავლენას ეს არ ახდენს  ბიუჯეტის დეფიციტზე.  აქ იგულისხმება დაბრუნების ქვეანგარიშზე  მოხვედრილი თანხა.

შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ  ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა  საბიუჯეტო დეფიციტის  მანილულირება და  არასწორი ინფორმაცია  მიეწოდა საზოგადოებას  და საერთაშორისო ორგანიზაციებს,  არის აბსოლუტურად მცდარი  და ძალიან რბილად  რომ ვთქვათ,  ორივე ეს დადანაშაულება  ფინანსთა სამინისტროსი, თითქოს არასწორი  ინფორმაცია მიეწოდა  და  არასწორად აღრიცხა  სახელმწიფო ფინანსები,  არის არაკვალიფიციური და  უზუსტობა“, -დასძინა გიორგი თაბუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics