00:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 11:36:32, 1910 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი არჩევნებში ტრამპის მოსალოდნელ გამარჯვებას

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მოსალოდნელ გამარჯვებას "დიდ შოკს" უწოდებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

 “ვფიქრობ, ტრამპმა იცის, რომ ეს იყო არა მისთვის მიცემული ხმა, არამედ ვაშინგტონის, ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიცემული ხმა”, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დონალდ ტრამპს, ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 266 ხმა აქვს დაგროვილი, მაშინ როდესაც მის ოპონენტს ჰილარი კლინტონს უცვლელად 218 ხმა აქვს. როგორც მედია საშუალება წერს, დონალდ ტრამპს გამარჯვებამდე კოლეგიის მხოლოდ 6 ხმა სჭირდება.

ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 538-წევრიანი  ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობა უნდა მოაგროვოს. კანდიდატს გამარჯვებისთვის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics