17:51 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 16:41:55, 337 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, ელისეს სასახლეში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, ელისეს სასახლეში იმყოფება. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30-მდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი და სხვადასხვა დელეგაციის ხელმძღვანელები, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთან, ელისეს სასახლიდან რესპუბლიკის მოედანზე გაემგზავრებიან, საიდანაც მშვიდობიან მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.

პარიზში 7-9 იანვარს მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ფრანგი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, საფრანგეთის დედაქალაქს ეწვივნენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი მარიანო რახოი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ახმედ დავითოღლუ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევა კოპაჩი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვები. ასევე, პარიზში იყოფებიან-ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.

მსვლელობა პარიზის დროით 15:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics