|
2016-11-08 12:57:13, 1928 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბრალდებულ მ. მუხიდინოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამუკა მუხიდინოვი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 21 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევ მამუკა მუხიდინოვს თავისივე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება ვეფხვია მათურელთან მოუხდა, რა დროსაც მამუკა მუხიდინოვმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ვეფხვია მათურელს სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად ვეფხვია მათურელი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მამუკა მუხიდინოვი 2016 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არაერთგზის) წარედგინა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამუკა მუხიდინოვი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)